Allnews.ge-ს განმარტება რესტორან "თამადასთან" დაკავშირებით | Allnews.Ge

Allnews.ge-ს განმარტება რესტორან "თამადასთან" დაკავშირებით

18 მაისს Allnews.ge-მ რუსთავში ორი რესტორნისთვის საწარმოო პროცესის შეჩერების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. რესტორნებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მათ შორის იყო რუსთავში მდებარე რესტორნები "თამადა" და "სამეფო".

აღნიშნულ ინფორმაციას რედაქციამ რუსთავის რესტორან "თამადას" ნაცვლად, შეცდომით დაურთო თბილისში მდებარე რესტორან "თამადას" ფოტო, რის გამოც მკითხველი შეცდომაში შევიდა.

Allnews.ge-ი მომხდარის გამო ბოდიშს იხდის და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თბილისში მდებარე რესტორან "თამადას" საწარმოო პროცესი არ შეჩერებია.

myquiz