14 მაისიდან ტემპერატურა 28 გრადუსამდე მოიმატებს - იხილეთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

14 მაისიდან ტემპერატურა 28 გრადუსამდე მოიმატებს - იხილეთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

14 – 17 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

myquiz