"ვითხოვ ლეგალიზებას!" - ბერა ივანიშვილის ახალ სიმღერას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა | Allnews.Ge

"ვითხოვ ლეგალიზებას!" - ბერა ივანიშვილის ახალ სიმღერას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში ახალი სიმღერა განათავსა, სახელწოდებით "ლეგალიზება". ვიდეო, რომელიც ნარკოპოლიტიკას ეხება, "იუთუბზე" გუშინ არის ატვირთული, რეპერმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაზიარებულ სიმღერას მინაწერი გაუკეთა - "ლეგალიზება მშვიდობისთვის".

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი სიმღერის ტექსტში აღნიშნავს, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, მოწევის გამო წლებს ციხეში ატარებენ და საჭიროა, ლეგალიზაცია მოხდეს.

თბილისში მიმდინარე აქციების ფონზე, ბერას ახალი სიმღერა საზოგადოებამ მინიშნებად მიიღო. რეპერის ახალ ნამუშევარს სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებენ და წერენ, რომ ეს ხმამაღალი პოლიტიკური განაცხადია.

"რა იწვევს თაობის პარალიზებას? და დემორალიზებას? ბარიგები კლავენ იმდენ ხალხს, ვითხოვ ლეგალიზებას" - მღერის ბერა.

სიმღერა სრულდება ამერიკელი ასტროფიზიკოსის, ნილ დეგრას ტაისონის განცხადებით, რომ ალკოჰოლი ლეგალურია და მან შეიძლება მეტი ზიანი მოგაყენოს, ვიდრე მოწევამ.

myquiz