თინა ხიდაშელი - ნარკობარიგებს არასოდეს, არც ერთ ქვეყანაში არ გაუმარჯვიათ, პოლიციის მფარველობის გარეშე | Allnews.Ge

თინა ხიდაშელი - ნარკობარიგებს არასოდეს, არც ერთ ქვეყანაში არ გაუმარჯვიათ, პოლიციის მფარველობის გარეშე

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ნარკობარიგებს არასოდეს, არც ერთ ქვეყანაში არ გაუმარჯვიათ, პოლიციის მფარველობის გარეშე. აღნიშნულის შესახებ ხიდაშელი ფეისბუქის გვერდზე წერს.

"ქართული სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკა კლავს, აშანტაჟებს, აუბედურებს ახალგაზრდებს;

ღამის კლუბში შეიარაღებული სპეცრაზმი ძალიან საშიში და შსს-ს უსურობის დამადასტურებელი ქმედებაა; ეს სადამსჯელო ოპერაციაა, უფრო დასაშინებელი, ვიდრე კონკრეტულ დამნაშავეებთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიება, არადა გუშინ ერთი საათი გვიხსნიდნენ ის ქვეყანა აღარ ვართო; ასეთი ქმედებები კლავს პოლიციის ავტორიტეტს. მერე იძახეთ არავინ თანამშრომლობსო", - წერს ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ წუხელ თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, შსს-ს ცნობით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, "რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი".

myquiz