რამდენი პირი დაჯარიმდა თამბაქოს მოხმარების კანონის დარღვევისთვის | Allnews.Ge

რამდენი პირი დაჯარიმდა თამბაქოს მოხმარების კანონის დარღვევისთვის

1-ელი მაისიდან 8 მაისის ჩათვლით თამბაქოს მოხმარების კანონის დარღვევისთვის 12 ფიზიკური და 13 იურიდიული პირი დაჯარიმდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის შესახებ სულ 46 შეტყობინება შევიდა.

იკრძალება თუ არა მოწევა სპექტაკლებში "თამბაქოს კონტროლის შესახებ" ახალი კანონით? - გუგული მაღრაძის განმარტება

ადგილები, სადაც თამბაქოს მოწევა ნებადართულია

"1-ელი მაისიდან 8 მაისამდე საქართველოს მასშტაბით თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის სულ 46 შეტყობინება შემოვიდა. კანონის დარღვევისთვის დაჯარიმდა 12 ფიზიკური პირი და 13 იურიდიული პირი. საპატრულო პოლიციამ თითოეულ შეტყობინებაზე შესაბამისი რეაგირების ოქმი გამოსცა", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

myquiz