ახალგაზრდა, რომელიც ხადორის ხეობაში დაიღუპა, მსოფლიო ჩემპიონი გიგა ტყემალაძეა | Allnews.Ge

ახალგაზრდა, რომელიც ხადორის ხეობაში დაიღუპა, მსოფლიო ჩემპიონი გიგა ტყემალაძეა

მაშველებმა ახმეტაში, ხადორის ხეობაში, ხევში ჩავარდნილი 26 წლის მამაკაცის ცხედარი დღეს ამოიყვანეს. გარდაცვლილი პანკრატიონში მსოფლიო ჩემპიონი გიგა ტყემალაძეა. მისი გარდაცვალების ფაქტი Ambebi.ge-ს სპორტსმენის მეგობარმა დაუდასტურა.

ტყემალაძე ამერიკაში ცხოვრობდა და თბილისში ხშირად ჩამოდიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას კლდიდან ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე გურჯაანის, თელავისა და ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 20 მაშველი მუშაობდა.

myquiz