მაშველებმა სოფელ ხადორთან, ხრამში ჩავარდნილი 26 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს | Allnews.Ge

მაშველებმა სოფელ ხადორთან, ხრამში ჩავარდნილი 26 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

ახმეტის რაიონში, სოფელ ხადორის მიმდებარედ, ხრამში ჩავარდნილი 26 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე გურჯაანის, თელავისა და ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 20 მაშველი მუშაობდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

myquiz