ბორჯომში, სოფელ საკირეთის ტყეში ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდება | Allnews.Ge

ბორჯომში, სოფელ საკირეთის ტყეში ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეთის ტყეში მეხანძრეები ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოებს დღეს განაახლებენ. ამის შესახებ  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ყველა კერა ჯერ ლიკვიდირებული არ არის. სალიკვიდაციო სამუშაოებში 70–ზე მეტი მეხანძრე იქნება ჩართული.

ხანძარი ბორჯომში ორი დღის წინ, 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გაჩნდა.

myquiz