საქართველოში მოწევის შეწყვეტის პროფესიონალურმა ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება | Allnews.Ge

საქართველოში მოწევის შეწყვეტის პროფესიონალურმა ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება

დღეიდან საქართველოში მოწევის შეწყვეტის პროფესიონალურმა ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება. ცენტრის ხელმძღვანელის, ექიმი-კარდიოლოგის გიორგი კაპანაძის განმარტებით, ცენტრის ამოქმედება და თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული კანონის მიღება ერთმანეთს დაემთხვა.

ცენტრი კლინიკა "ჰელსიკორის" ბაზაზე დაიწყებს ფუქნციონირებას. თამბაქოსგან თავის დაღწევის მსურველი პაციენტები ცენტრში მისვლის შემდეგ რამდენიმე პროცედურას გაივლიან, რის შემდეგაც მათთვის თამბაქოსთვის თავის დანებების ინდივიდუალური გეგმა შემუშავდება.

"დღეიდან მოხდება პაციენტების ჩაწერა, შესაბამისად, შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, რომ ყველა იმ მეთოდს გაეცნონ, რასაც ჩვენ თამბაქოსთვის თავის დანებებასთან დაკაშირებით ვთავაზობთ. საქმე ისაა, რომ სიგარეტისთვის თავის დანებების კონკრეტული გზა, რომელიც 100%-იან შედეგს იძლევა, არ არსებობს, თუმცა არსებობს რამდენიმე აპრობირებული მეთოდი, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში საკმაოდ წარმატებით გამოიყენება. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია სპეციალური პრეპარტებით მკურნალობა, რომელიც მხოლოდ ნიკოტინის ჩანაცვლების თერაპიას არ უკავშირდება, რომლის დროსაც სპეციალური საღეჭი რეზინი, სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენება. საქმე ეხება პრეპარატს, რომელიც ქართულ ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და აშშ-სა და ევროპაში დიდი ხანია გამოიყენება. არ მაქვს გარანტია, რომ ამ პრეპარატის გამოყენების შედეგად ადამიანები მოწევას თავს დაანებებენ, მაგრამ მათ ვისაც ამის მოტივაცია აქვთ და ამის გაკეთება არაერთხელ სცადეს, პრეპარატი ნამდვილად დაეხმარებათ," - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

გიორგი კაპანაძის განმარტებით, პაციენტთან გამოყენებული იქნება ინდივიდუალური, მისთვის მორგებული მეთოდები.

"რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს და ამ კუთხითაც ვიმუშავებთ. ყველამ ვიცით, რომ მოწევა არ არის, კარგი, მოწევა კლავს, მაგრამ მაინც აკეთებენ ამას მწეველები. ამის საწინააღმდეგოდ არის მეთოდები შემუშავებული და ერთ-ერთი სწორედ ამ პრეპარატით მკურნალობაა" - განმარტა ცენტრის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, პაციენტისთვის შეიძლება პრეპარატის დანიშვნა საჭირო არ აღმოჩნდეს და მისი მკურნალობა სხვა მეთოდით განხორციელდეს. როგორც გიორგი კაპანაძე განმარტავს, ცენტრში იქნება სხვადახვა ტიპის ტრენინგი და რეკომენდაციაც, რომ თამბაქოსთვის თავის დანებების შემდეგ ადამიანებმა წონაში არ მოიმატონ.

myquiz