რამდენად ხშირია შშმ პირების მიერ მართვის მოწმობის აღების ფაქტები საქართველოში? | Allnews.Ge

რამდენად ხშირია შშმ პირების მიერ მართვის მოწმობის აღების ფაქტები საქართველოში?

2017 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე 193 მართვის მოწმობა გაიცა - აღნიშნულ ინფორმაცია IDFI-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრეცელბული ანგარიშის თანახმად, შშმ პირებზე ყველაზე ნაკლები მართვის მოწმობა 2013 წელს გაიცა და მათი საერთო რაოდენობა 18 შეადგენდა. თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ შეზრუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე მართვის მოწმობების გაცემა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. 2014 წელს შშმ პირებზე 141 მართვის მოწობა გაიცა, 2015 წელს - 93, 2016 წელს კი 105.

"შშმ პირების სატრანსპორტო საშუალებებზე გაცემული საცნობი ნიშნებისა და მართვის მოწმობების ზრდის ტენდენცია კიდევ უფრო მეტ მორალურ პასუხისმგებლობას აკისრებს საზოგადოებას, თავი შეიკავოს შშმ პირებისთვის განსზღვრული პარკირების ადგილით სარგებლობისგან"- ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს შშმ პირების სატრანსპორტო საშუალებებზე გაცემული საცნობი ნიშნების რაოდენობამ 270 შეადგინა, 2016 წელს - 219, 2015 წელს - 127, 2014 წელს 101 და 2013 წელს კი 106.

myquiz