პაატა იმნაძე: თბილისში ახალი ჭორი იწყებს გავრცელებას, გრძელი ჭია ამოუღია ბავშვის კანიდან ვიღაც იდუმალ პედიატრს | Allnews.Ge

პაატა იმნაძე: თბილისში ახალი ჭორი იწყებს გავრცელებას, გრძელი ჭია ამოუღია ბავშვის კანიდან ვიღაც იდუმალ პედიატრს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ჭიებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:

"თბილისში ახალი ჭორი იწყებს გავრცელებას, გრძელი ჭია ამოუღია ბავშვის კანიდან ვიღაც იდუმალ პედიატრს, ერთ-ერთ პოლიკლინიკაში. თან, თურმე, ასეთი რამდენიმე პაციენტი ყოლია ბოლო პერიოდში. წესით, ასეთი შემთხვევა რომ მართლა ყოფილიყო, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში უნდა გაეგზავნა პაციენტი, ეს ექიმებმა კი არა ყველა ბებიამ იცის ამ ქვეყანაში. ერთადერთი ასეთი "ჭია", რომელიც საქართველოში შეიძლება იყოს დიროფილარიოზია, ძალიან იშვიათია ჩვენთან და ცალობით ვიცით. ექიმები ყველა ვიცნობთ ერთმანეთს და გადავამოწმეთ, მსგავსი არაფერი ყოფილაო იმ პოლიკლინიკაში.

ისიც ეწერა, ექიმს ვერ ვიტყვით, მოკვლევა დაიწყებაო. მადლობას ნამდვილად ვეტყოდით, ასეთი იშვიათი დაავადების დიაგნოსცირებისათვის. შეიძლება საფრანგეთში, იტალიაში ან საბერძნეთში იყო პაციენტი, იქ უფრო ხშირია შემთხვევები, ან ინდოეთში, კიდევ უფრო ხშირია. ეს ჭია ძაღლებს და კატებს აქვთ ხოლმე და ძირითადად კოღოებს გადააქვთ ადამიანზე. ასე რომ, ახალგაზრდა დედებო, ჩემ შვილსაც ეხება, დაწყნარდით, საპანიკო არაფერია. ისე ბავშვებს ბუნებაში რომ გაიყვანთ, რეპელენტი-მწერების დამაფრთხობელი წაუსვით ხოლმე სხეულის ღია ადგილებზე და უფრო მშვიდად იქნებით, მათაც ნაკლებად შეაწუხებენ მწერები" - წერს პაატა იმნაძე.

შეგახსენებთ, "ფეისბუქზე" "დედების ჯგუფში" ერთ-ერთმა მშობელმა დაწერა, რომ მის შვილს პედიატრმა კანიდან გრძელი ჭია ამოუღო.

myquiz