სამშობიაროები, სადაც საყოველთაო დაზღვევა აღარ იმოქმედებს | Allnews.Ge

სამშობიაროები, სადაც საყოველთაო დაზღვევა აღარ იმოქმედებს

2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართველად სამშობიაროების მიმართ სტანდარტები მკაცრდება. ამის შესახებ, მთავრობის 16 აპრილის დადგენილებაშია აღნიშნული.

კერძოდ, სამშობიაროები, რომელთაც 2018 წლის პირველი აპრილიდან 2019 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში ჯამში, 750-ზე ნაკლები მშობიარობა/საკეისრო კვეთა ექნებათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.

"საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელია დაწესებულება: რომელთანაც ჯერ არ ყოფილა გაფორმებული ხელშეკრულება და რომლის მიერ მიმწოდებლად რეგისტრაციისთვის მიმართვის წინა 12 თვის განმავლობაში გატარებული მშობიარობისა და საკეისრო კვეთის საერთო რაოდენობა 500-ზე, ხოლო 2019 წელს − 750-ზე

მეტია.

აღნიშნული პირობა არ ვრცელდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონირება დაიწყეს საანგარიშგებო წელს ან საანგარიშგებო წლის წინა წელს ისე, რომ ფუნქციონირების დაწყებიდან არ შესრულებულა საანგარიშგებო წლის წინა სრული კალენდარული წელი; ასევე დაწესებულება რომლის მიერ ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს ჩატარებული წინა 12 თვის ანალიზის საფუძველზე გატარებული მშობიარობისა და საკეისრო კვეთის საერთო რაოდენობა 500-ზე, ხოლო 2019 წელს − 750-ზე მეტია,"-აღნიშნულია დადგენილებაში. რომელ ქალაქებში იმოქმედებს აღნიშნული რეგულაცია ?

myquiz