სეტყვა, ქარი და წვიმა - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში | Allnews.Ge

სეტყვა, ქარი და წვიმა - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შედარებით გრილი ამინდი და წვიმაა მოსალოდნელი.

მაღალმთაში ზოგან მოსალოდნელია თოვლი, შესაძლებელია ძლიერი, ზოგან სეტყვა (ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში). მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.

myquiz