დაუკავშირდება თუ არა რუსთავი თბილისს მეტროთი? | Allnews.Ge

დაუკავშირდება თუ არა რუსთავი თბილისს მეტროთი?

ეს არის კვლევის საგანი, ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავატაროთ კვლევები იმის დასადგენად თუ რა შესაძლებლობები არსებობს მიმოსვლის განსავითარებლად - განგვიმარტეს თბილისის მერიაში Allnews.ge-ს მიერ დასმულ კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ უახლოეს პერიოდში თბილისი და რუსთავი ერთამანეთს მეტროს ან ტრამვაის ხაზის მეშვეობით დაუკავშირდეს.

"ეს არის კვლევის საგანი, ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავატაროთ კვლევები იმის დასადგენად თუ რა შესაძლებლობები არსებობს მიმოსვლის განსავითარებლად და ამის საფუძველზე შემდეგ, რა თქმა უნდა, დავამზადებთ პროექტს"- განმარტეს დედაქალაქის მერიაში, თუმცა აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით არც შესაბამისი კვლევები არ არის დაწყებული და, რა თქმა უნდა, არც პროექტი არ არსებობს.

მერიაში კვლევების გარეშე უჭირთ იმის თქმა თუ რამდენად რეალური შეიძლება აღმოჩნდეს მსგავსი პროექტი.

შეგახსენებთ, მედიაში ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსთავი თბილისს შესაძლოა მეტროთი ან ტრამვაით დაუკავშირდეს.

myquiz