შუქრუთის მაღაროდან დაღუპული მუშა ამოიყვანეს | Allnews.Ge

შუქრუთის მაღაროდან დაღუპული მუშა ამოიყვანეს

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროდან დაღუპული მუშა ამოიყვანეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

მომხდართან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

"პირველადი დათვალიერებით შემიძლია ვთქვა, რომ რაიმე დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ყველა წესი დაცული იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ დაველოდებით გამოძიებას და სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

ახლა მე მიღირს სიცოცხლე?! - მაღაროელების მიწის ქვეშ გატარებული ცხოვრება

მაღაროში, 45 წლის მამაკაცი ნანგრევების ქვეშ წუხელ, ღამის 3 საათზე მოყვა.

myquiz