ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა | Allnews.Ge

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ჭიათურის შუხუთის მაღაროში, გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლის მამაკაცი ნანგრევების ქვეშ მოყვა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული ფაქტი "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

myquiz