გერმანიიდან საქართველოს 50-მდე მოქალაქე გამოაძევეს, მათ შორის არიან ბავშვებიც | Allnews.Ge

გერმანიიდან საქართველოს 50-მდე მოქალაქე გამოაძევეს, მათ შორის არიან ბავშვებიც

გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეთა კიდევ ერთი ჯგუფი გამოაძევეს. ამჯერად უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევისთვის საქართველოში 50-მდე პირის დეპორტაცია განხორციელდა.

საქართველოს მოქალაქეები თბილისში სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ. დეპორტირებულებს შორის ბავშვებიც არიან.

გერმანიიდან გამოძევებული ქართველების განცხადებით, მათი დეპორტაციის გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. როგორც ისინი აცხადებენ, "სახლში მიაკითხეს და აეროპორტში წამოიყვანეს".

"გერმანიის ტერიტორიიდან განხორციელდა არალეგალურად ჩაბარებული საქართველოს მოქალაქეების დეპორტირება. მიზეზი არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზი", - განუცხადა ჟურნალისტებს კომპანია "ფრონტექსის" წარმომადგენელმა ირმა ცირამუამ, რომელიც პროცესის მონიტორინგის ახორციელებს.

როგორც ცნობილია, გერმანიიდან საქართველოს იმ მოქალაქეების რეადმისია, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან, პერიოდულად ხორციელდება.

გერმანიის მომავალი შს მინისტრი - დეპორტაციის შემთხვევები მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს

myquiz