თბილისში 7 რესტორანსა და კაფეს კრიტიკული შეუსაბამობის გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერეს | Allnews.Ge

თბილისში 7 რესტორანსა და კაფეს კრიტიკული შეუსაბამობის გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტო იტყობინება, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დოკუმენტური შემოწმება და ინსპექტირება ჩატარდა 19 რესტორანსა და კაფე-ბარში. მათ შორის, 7 მათგანს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა (კრიტიკულია ისეთი შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და მისი აღმოფხვრა კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე შეუძლებელია).

სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის, ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაციის, ეტიკეტირების წესისა და მიკვლევადობის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო დაჯარიმდა 9 ბიზნესოპერატორი, დადებითი მდგომარეობა დაფიქსირდა 3 რესტორანში. შემოწმების პროცესი კვლავ გრძელდება.

myquiz