საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 29:9 დაამარცხა | Allnews.Ge

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 29:9 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 29:9 დაამარცხა. ბორჯღალოსნები რუსეთის მორაგბეთა ნაკრებს დღეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში დაუპირისპირდა.

დღევანდელი მატჩის ჩათვლით საქართველო რუსეთს რაგბიში 22-ჯერ დაუპირისპირდა, აქედან 20 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და ერთხელ დამარცხდა.

myquiz