11 მარტს აღმაშენებლის გამზირის ნაწილი რამდენიმე საათით დაიკეტება | Allnews.Ge

11 მარტს აღმაშენებლის გამზირის ნაწილი რამდენიმე საათით დაიკეტება

11 მარტს, 10:30 საათიდან 12:00 საათამდე, დავით აღმაშენებლის გამზირზე, სანკტ პეტერბურგის ქუჩის ჩასახვევიდან ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე, სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება.

როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, აღნიშნული ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიებების გამო განხორციელდება.

"მარათონი - "ჩემი გაზაფხული" ჩუღურეთის რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, 2015 წლიდან მეოთხედ იმართება. აღნიშნული აქტივობის მიზანი ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა", – აცხადებენ მერიაში.

ღონისძიებაში მონაწილეობას ჩუღურეთის რაიონში არსებული სკოლის მოსწავლეები და რაიონში მცხოვრები მოქალაქეები მიიღებენ.

myquiz