ძლიერი ქარის გამო თბილისში 14 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა | Allnews.Ge

ძლიერი ქარის გამო თბილისში 14 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა

ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 9 მარტის 21:00 საათიდან 10 მარტის 08:00 საათამდე 58 შეტყობინება შევიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისიდან შევიდა 53 შეტყობინება, ხოლო რეგიონებიდან - 5.

"თბილისი - დაზიანდა 14 საცხოვრებელი სახლი, 13- ხე, 2 -გარე განათების ბოძი, 10 - ელექტრო სადენი, 5 - ავტომობილი, 4 გაზის ცენტრალური მილი, 5- სარეკლამო ბანერი; მცხეთა-მთიანეთი - დაზიანდა1 საცხოვრებელი სახლის სახურავი; აჭარა- ქედა- ჩამოწოლილია მეწყერი, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი;

გურია-ლანჩხუთი- ჩამოწოლილია მეწყერი, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი, კახეთი - დაზიანდა 1 საცხოვრებელი სახლის სახურავი, იმერეთი - წყალტუბო- ჩამოშლილია მიწის მასა, წაქცეულია ხეები, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

myquiz