როდის შესუსტდება ქარი - იხილეთ სინოპტიკოსების პროგნოზი | Allnews.Ge

როდის შესუსტდება ქარი - იხილეთ სინოპტიკოსების პროგნოზი

აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, დღეს, დღის მეორე ნახევრამდე ქარი შენარჩუნდება, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით 20–25 მეტრი წამში იქნება, დღის ბოლოსთვის კი ქარი შესუსტდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

რაც შეეხება უახლოესი დღეების პროგნოზს, დოდო გვაზავას განცხადებით, 11–12 მარტს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. კერძოდ, მცირე წვიმა, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში თოვლი.

12–15 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში არამდგრადი, უმეტესად წვიმიანი ამინდი იქნება, რაც ამიერკავკასიის ჩრდილო–აღმოსავლეთიდან მოქმედი ცივი ჰაერის მასების შედეგად იქნება განპირობებული.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ 13 მარტს გამოიდარებს და 15 მარტის ჩათვლით უმეტესად უნალექო და თბილი ამინდი შენარჩუნდება.

myquiz