"მოზაიკის" ადმინისტრაცია დაშავებული პირველკლასელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ხარჯებს დაფარავს | Allnews.Ge

"მოზაიკის" ადმინისტრაცია დაშავებული პირველკლასელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ხარჯებს დაფარავს

"მოზაიკაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ბიზნესცენტრის ადმინისტრაცია სრულ პასუხისმგებლობას იღებს და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დაშავებული პირველკლასელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველანარი ხარჯი დაფაროს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბიზნესცენტრის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კიბეების მოაჯირიდან, რომელზეც უსაფრთხოების მიზნით დალაგებული იყო სავარძლები, თვითნებურად, დამსწრე ადამიანების მიერ მოხდა სავარძლების სხვა ადგილზე გადატანა, რა დროსაც ბავშვი მიეყუდა მოაჯირს და დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა.

"მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ბიზნესცენტრ "მოზაიკას" ტერიტორაიზე არსებულ საკონცერტო დარბაზში მოხდა ინციდენტი, კერძოდ, მესამე სართულზე არსებულ დარბაზის მოსაცდელში დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლიდან არასრულწლოვნი ჩავარდა მეორე სართულზე ჩამავალ კიბეებზე, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ კიბეების მოაჯირიდან, რომელზეც უსაფრთხოების მიზნით დალაგებული იყო სავარძლები, თვითნებურად, დამსწრე ადამიანების მიერ მოხდა სავარძლების სხვა ადგილზე გადატანა და მოაჯირის ქვეშ გამოთავისუფლდა ადგილი, რა დროსაც ბავშვი მიეყუდა მოაჯირს და ჩავარდა დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლიდან.

საბედნიეროდ, ბავშვი კარგად არის, მის ჯამრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ბიზნესცენტრის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას იღებს აღნიშნულთან დაკავშირებით და მზადყოფნას გამოთქვამს, უზრუნველყოს ნიკოლოზის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველანარი ხარჯის დაფარვა", - აცხადებენ "მოზაიკაში".

აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ "მოზაიკაში" სკოლის სარვამარტო ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, სადაც პირველკლასელი ბავშვი ბებიასთან ერთად იმყოფებოდა. ახლობელთა განცხადებით, ბავშვი მე–4 და მე–3 სართულის კიბის უჯრედში ჩავარდა. ბავშვი მკურნალობას ინგოროყვას კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის.

myquiz