თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად სიგარეტის და მეორადი ტანსაცმლის ბაზრობა დაიწვა | Allnews.Ge

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად სიგარეტის და მეორადი ტანსაცმლის ბაზრობა დაიწვა

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად სიგარეტის და მეორადი ტანსაცმლის ბაზრობა დაიწვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადგილზე მყოფმა მოვაჭრეებმა განუცხადეს. მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ ბაზრობაზე ხანძარი შეგნებულად გააჩინეს.

ხანძრის ჩქარობას 24 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

სავაჭრო ცენტრ "ქალაქის გულში" დამწვარია მინიმუმ 3000 კვადრატული მეტრის ფართობი

ტერიტორიაზე უსაფრთხოებისთვის იმყოფებოდნენ შს სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე.

myquiz