აჭარაში პირველი იანვრიდან დღემდე წითელას ვირუსის 197 შემთხვევა დაფიქსირდა | Allnews.Ge

აჭარაში პირველი იანვრიდან დღემდე წითელას ვირუსის 197 შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში პირველი იანვრიდან დღემდე წითელას ვირუსის 197 შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შემთხვევათა 20% ერთ წლამდე ბავშვებში ფიქსირდება, 50% კი 16 წელს ზემოთ პირებში.

მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, ვაქცინაცია ჩაიტარონ.

268 შემთხვევა საქართველოში - ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა

"მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ დროულად მიმართონ კლინიკებს და ვაქცინაცია ჩაიტარონ. შევახსენებ მოქალაქეებს, რომ აცრა უფასოა", - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

myquiz