ოთხ ქალაქში დროებითი მოთავსების იზოლატორების განახლება დაიწყო | Allnews.Ge

ოთხ ქალაქში დროებითი მოთავსების იზოლატორების განახლება დაიწყო

4 ქალაქში დროებითი მოთავსების იზოლატორების განახლება დაიწყო, - ამის შესახებ შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმაშია ნათქვამი.

გეგმის თანახმად, თებერვლის ბოლოს კიდევ ერთი განახლებული დროებითი მოთავსების იზოლატორი ახალქალაქში გაიხსნება. გარდა ამისა, უკვე დაიწყო და ეტაპობრივად განხორციელდება სარემონტო სამუშაოები: წალკის, ჩხოროწყუს, ქობულეთის, სამტრედიისა და ფოთის იზოლატორებში, რომლებიც განახლების შედეგად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება.

ამასთან, ახალი იზოლატორები აშენდება ბორჯომში, ბაკურიანსა და გუდაურში, ხოლო ზუგდიდსა და ახალციხეში ძველი იზოლატორები ახლით ჩანაცვლდება.

შსს-ს გეგმის თანახმად დაწყებულია მუშაობა ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემის გასაუმჯობესებლად. საწყის ეტაპზე, 6 მსხვილ იზოლატორში ვიდეო-მეთვალყურეობის არსებული მოძველებული საშუალებები ჩანაცვლდება ახლით, რის შემდეგაც ჩანაცვლება ეტაპობრივად გაგრძელდება.

დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა იზოლატორში დაკავებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო პერსონალი.

myquiz