აჭარაში წითელას ვირუსის შემთხვევები იზრდება | Allnews.Ge

აჭარაში წითელას ვირუსის შემთხვევები იზრდება

აჭარაში პირველი იანვრიდან დღემდე, წითელას ვირუსის 130 შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნინო ნიჟარაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, წითელას ვირუსის ზრდა ყოველდღიურად ფიქსირდება და კლინიკებში მიმართვიანობაც გაზრდილია.

"წითელას ვირუსის შემთხვევების 64% ბათუმში ფიქსირდება, ხოლო ქობულეთსა და ხელვაჩაურში - 16 %. მაღალმთიან აჭარაში ერთეული შემთხვევები გამოვლინდა. რაც უფრო დროულად ჩატარდება ვაქცინაქცია, შემთხვევებიც იკლებს", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

myquiz