როგორ გავარჩიოთ გრიპი და გაციება ერთმანეთისგან? | Allnews.Ge

როგორ გავარჩიოთ გრიპი და გაციება ერთმანეთისგან?

როგორ გავარჩიოთ გრიპი და გაციება

მასშტაბური გაციების და ვირუსების სეზონის დროს საკმაოდ მნიშვნელოვანია იმ სიმპტომების ცოდნა, რომელიც საშიში ინფექციისა და უბრალო გაციების ერთმანეთისგან გარჩევაში გვეხმარება.

გრიპის მთავარი სიმპტომებია: სიცხე, ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, კუნთების ან სხეულის სხვა ნაწილების, ასევე, თავის ტკივილი. ამერიკის დაავადებების ცენტრის კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განმარტებით, ბავშვებში ხშირია ღებინება და დიარეა.

საქართველოში გრიპის ვირუსის გააქტიურებაა მოსალოდნელი - ხათუნა ზახაშვილი ვირუსის სიმპტომებზე საუბრობს

გრიპი თუ გაციება?

ალაბამას უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი რეიჩენ ლი გვაცნობს ნიშნებს, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია, გრიპი გაციებისგან გავარჩიოთ. ის ამბობს, რომ გაციება ვრცელდება ცხვირის მიდამოებში და ზოგადად სახეზე, ასევე, ახასიათებს ყელის ტკივილიც. იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს დაბალი სიცხე და ხველაც.

გრიპის შემთხვევაში კი ყველაფერი უცებ გატყდება თავს: სიცხე, სახსრებისა და ყელის ტკივილი, ხველა და დეჰიდრატაციაც კი.

რა არის გრიპის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება? - წაიკითხეთ რეკომენდაციები

დამატებითი სიფრთხილის ზომები

რეკომედებულია, რომ გრიპით დაავადების რისკჯგუფში შემავალმა ადამიანებმა სიმპტომების გაჩენამდეც მიიღონ დამატებითი ზომები. ამ კატეგორიაში იგულისხმებიან 5 წლამდე ბავშვები, მოხუცები, ორსულები და დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში ისევე, როგორც ასთმით, გული ავადმყოფობებითა და დიაბეტით დაავადებულებში.

პრევენცია

ასოცირებული პროფესორი ბერნანდ კამინსი ამბობს, რომ გრიპის პრევენციაზე საჯარო დაწესებულებებში დიდი აქცენტი უნდა გაკეთდეს.

"ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ პრევენციაა. დაავადებისგან თავის არიდება შესაძლებელია", - ამბობს კამინსი.

პრევენცია ითვალისწინებს იმ ადგილებში იშვიათად ყოფნას, სადაც დაინფიცირების მაღალი რისკია, დაავადებული ადამიანებისგან მორიდებას. საჭიროა, ჰიგიენის გაძლიერებული დაცვაც. ხელების დაბანა სასურველია თითოეული დაცემინებისა და დახველების შემდეგ. სასურველია, რომ ნაკლებად შეეხოთ თვალებს, ცხვირსა და პირს. რეკომედირებულია ვაქცინის გაკეთებაც.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

myquiz