"საქართველოს რკინიგზა" მატარებლების გადაადგილების შეფერხების მიზეზს განმარტავს | Allnews.Ge

"საქართველოს რკინიგზა" მატარებლების გადაადგილების შეფერხების მიზეზს განმარტავს

სს "საქართველოს რკინიგზა" მატარებლების გადაადგილების შეფერხების მიზეზს განმარტავს. როგორც "საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, ხაშური-ზესტაფონის საუღელტეხილო მონაკვეთზე მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ელექტროენერგიის შეზღუდვის შედეგად, დროებითი შეფერხება შეექმნათ მაგისტრალზე მოძრავ მატარებლებს.

"საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, რომ ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და მატარებლების გაშვება ხდება ეტაპობრივად.

სს "საქართველოს რკინიგზის" ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, მოძრაობის შეფერხების შესახებ ინფორმაცია თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მგზავრებმა გაავრცელეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მგზავრებმა განუცხადეს, შეფერხების გამო, მატარებელი ხაშურთან არის გაჩერებული. მათივე ინფორმაციით, ასევე ხაშურის ტერიტორიაზეა გაჩერებული საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მატარებელიც.

myquiz