მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელია | Allnews.Ge

მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელია

მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარი შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი დაშავდა.

დაშავებული მეტროსადგურიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.

ბოლო მონაცემებით, სულ დაშავებულია 11 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მეტროსადგურ ვარკეთილში "შეკიდული ჭერი" ჩამოიშალა. დაშავებულები ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავთ.

მეტროსადგურ "ვარკეთილს" დაახლოებით 5 თვის წინ ჩაუტარდა რეაბილიტაცია

myquiz