საქართველოს ცალკეულ გზებზე შეზღუდვები მოქმედებს | Allnews.Ge

საქართველოს ცალკეულ გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება.

მათივე ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ65 ვერონა-შუამთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

წვიმა, ქარბუქი და ზღვაზე შტორმი - სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამასთან, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას მათი გაჩერება იკრძალება.

გარდა ამისა, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

myquiz