NDI-ის კვლევა: გამოკითხულთა 69%-მა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ არ იცოდა | Allnews.Ge

NDI-ის კვლევა: გამოკითხულთა 69%-მა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ არ იცოდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69%-მა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ არ იცოდა.

კითხვაზე: საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესამუშავებლად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შექმნა და 26 სექტემბერს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები კონსტიტუციაში. იცოდით თუ არა ამ პროცესის შესახებ, გამოკითხულთა 25% აცხადებს, რომ "დიახ", 69%-მა განაცხადა, რომ "არა" და 7%-მა - არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.

myquiz