ჯარიმა ხმაურისთვის - რამდენმა ადამიანმა დაარღვია ხმაურის შესახებ კანონი? | Allnews.Ge

ჯარიმა ხმაურისთვის - რამდენმა ადამიანმა დაარღვია ხმაურის შესახებ კანონი?

დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის 2017 წლის 15 აგვისტოდან 1 დეკემბრამდე პერიოდში 119 პირია გაფრთხილებული. აღნიშნული ინფორმაცია Allnews.ge-იმ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღო. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი - 99 ადამიანი თბილისში გააფრთხილეს. სამართალდამცველებმა ხმაურის ფაქტზე 13-ჯერ მოახდინეს რეაგირება აჭარაში. მცხეთა-მთიანეთში მსგავსი შემთხვევა 4-ჯერ დაფიქსირდა, თითო-თითო პირმა მიიღო გაფრთხილება იმერეთში, ქვემო ქართლსა და გურიაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 -ის მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, რაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში იმავე ქმედების მეორედ ჩადენას ითვალისწინებს, 29 პირი დაჯარიმდა. ჯარიმების გამოწერის თვალსაზრისითაც თბილისი ლიდერობს, სამართალდამცველებმა დედაქალაქის შემთხვევაში რეაგირება 23-ჯერ მოახდინეს. 3 პირზე გამოიწერა ჯარიმა აჭარაში, 2-მცხეთა-მთიანეთში და ერთი პირი დაჯარიმდა ქვემო ქართლში.

იმავე ქმედების კიდევ ერთხელ ანუ მესამედ ჩადენისთვის საქართველოს მასშტაბით 9 პირი დაჯარიმდა, აქედან 4 პირი თბილისში, 2- აჭარაში და 3 - მცხეთა-მთიანეთში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების გამო, რაც ფიზიკური პირის შემთხვევაში 150-ლარიან, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, საქართველოს მასშტაბით ერთ პირი კონკრეტულად თბილისში დაჯარიმდა.

ხმაურის შესახებ კანონის ახალი რეგულაციები ძალაში 2017 წლის 15 აგვისტოდან შევიდა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ხმაური 23 საათიდან დილის 8 საათამდე აიკრძალა. ამ პერიოდში ხმაური 40 დეციბელს არ უნდა აჭარბებდეს. შეიზღუდა ნებისმიერი სახის პიროტექნიკის გამოყენებაც. დღის განმავლობაში, საძინებელში შემავალი ხმა 35 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს.

myquiz