17 წლის ახალგაზრდას, რომელმაც სავარაუდოდ, თვითდაზიანება მიიყენა, რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანენ | Allnews.Ge

17 წლის ახალგაზრდას, რომელმაც სავარაუდოდ, თვითდაზიანება მიიყენა, რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანენ

17 წლის ახალგაზრდას, რომელმაც სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით ხელვაჩაურში თვითდაზიანება მიიყენა, ხვალ რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ, - ამის შესახებ კლინიკა "მედინაში" "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს. ექიმების ინფორმაციით, მოზარდი, რომელმაც თვითდაზიანება მიიღო კონტაქტურია.

"პაციენტს დადებითი დინამიკა აღენიშნება. ხვალ რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადავიყვანთ და შემდგომი მკურნალობა პალატაში გაგრძელდება. პაციენტი უკეთ გრძნობს თავს კონტაქტურია", - აცხადებენ კლინიკა "მედინაში".

ხელვაჩაურში 17 წლის მოზარდმა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო. ახლობლები მომხდარს ინტერნეტთამაშს უკავშირებენ. მათი თქმით, მოზარდს ხელზე ნაკაწრები ჰქონდა. კლინიკა "მედინაში" მოთავსებულ ახალგაზრდას სახის არეში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე მუხლით გამოძიებას აწარმოებს.

ცნობისთვის, სუიციდის მცდელობა სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა. თვითმკვლელობის მიზნით დაზიანებების მიყენების შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით იწყება, რომელთა დიდი ნაწილი მძიმე სასჯელს, თავისუფლების აღვეთას ითვალისწინებს.

myquiz