არხი "სილქ უნივერსალი" განახლებული ფორმატით მაუწყებლობს | Allnews.Ge

არხი "სილქ უნივერსალი" განახლებული ფორმატით მაუწყებლობს

"სილქ უნივერსალი" ახალი წლიდან განახლებული ფორმატით მაუწყებლობს. არხი სპორტული რეპორტაჟების გარდა, მაყურებელს მხატვრულ/დოკუმენტურ ფილმებს, ანიმაციას, რეიტინგულ სერიალებსა და მეგა შოუებს სთავაზობს.

მაყურებელს კვლავ შეეძლება მსოფლიოს წამყვანი სპორტული ჩემპიონატებისა და ტურნირების ყურება. ეს არის არხი, რომელიც მორგებულია ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მქონე მაყურებელზე.

როგორც ცნობილია, არხი "სილქ უნივერსალი" სილქნეტის გარდა, სხვა საკაბელოების ქსელშიც არის განთავსებული, ასევე - ციფრულ მაუწყებელში, რომლის სიგნალი მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება.

საწყის ეტაპზე არხი სატესტო რეჟიმში მაუწყებლობს და ეტაპობრივად მოხდება კონტენტის განახლება.

myquiz