რას ყვებიან პანკისელები სირიაში დაღუპულის ოჯახის შესახებ | Allnews.Ge

რას ყვებიან პანკისელები სირიაში დაღუპულის ოჯახის შესახებ

სირიაში დაღუპული პანკისელი ფეიზულა კუშტანაშვილის, იგივე გიორგი მარგოშვილის მეუღლე სირიაში იმყოფება, ხოლო მშობლები და სამი შვილი დუისში ცხოვრობენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დუისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლმა თამარ მარგოშვილმა განუცხადა.

"ჩემი ინფორმაციით, ფეიზულა კუშტნაშვილს, იგივე გიორგი მარგოშვილს, ხეობაში მშობლები, ძმა და სამი შვილი დარჩა. დღეს დილიდან სამძიმარს მშობლების სახლში, სოფელ დუისში იღებენ. მეუღლე აქ არ ყავს. როგორც მეზობლებისგან ვიცი, ისიც სირიაშია წასული. გადმოასვენებენ თუ არა საქართველოში, ამაზე არავინ საუბრობს", - განაცხადა თამარ მარგოშვილმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, კუშტანაშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს 17 - კაციანი შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო. მათივე თქმით, სწორედ ამ ამბის შემდეგ დატოვა მან ქვეყანა და თურქეთში წავიდა, რამდენიმე თვეში კი "ისლამური სახელმწიფოს" რიგებს შეურთდა.

ფეიზულა კუშტანაშვილი, რომელსაც სირიაში სალაჰუდინ შიშანის უწოდებდნენ, პანკისელია და ერთ-ერთი გავლენიანი მეთაური იყო. ის სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.

myquiz