თბილისის ყველა მეტროსადგური შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება | Allnews.Ge

თბილისის ყველა მეტროსადგური შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

თბილისის ყველა მეტროსადგური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გახდება. ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, თბილისის მთავრობას აქვს მკაფიო პოზიცია, რომ დედაქალაქში მაქსიმალურად მოხდეს საჯარო სივრცეების ადაპტირება.

"ჩენი პოზიციაა და დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ამაზე მუშაობს, რომ არა მარტო მეტროსადგურები, არამედ თბილისში ყველა სივრცე მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული", - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

myquiz