ქუთაისის აეროპორტიდან დღეს დილით ბერლინის რეისი არ შესრულდა | Allnews.Ge

ქუთაისის აეროპორტიდან დღეს დილით ბერლინის რეისი არ შესრულდა

დღეს დილით დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბერლინის მიმართულებით რეისი არ შესრულდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აეროპორტიდან მგზავრებმა აცნობეს.

"რეისი გადაიდო. ქუთაისი - ბერლინი დილის 6-ზე უნდა გაფრენილიყო და 16 საათამდე გადაიტანეს. ამ დროს ფრენა ან იქნება ან - არა. კომპანიის წარმომადგენელი არ იმყოფება ადგილზე და განმარტებას არავინ გვაძლევს", - განაცხადა მგზავრმა გოჩა გამეზარდაშვილმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქუთაისის აეროპორტში განუცხადეს, თვითმფრინავი, რომელიც ბერლინში უნდა გაფრინდეს, ჯერ ლონდონიდან უნდა ჩამოფრინდეს, თუმცა უამინდობის გამო ამ დრომდე გამოფრენა ვერ შეძლო.

myquiz