დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ამჟამად გარემოში სამი ტიპის ვირუსი ცირკულირებს | Allnews.Ge

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ამჟამად გარემოში სამი ტიპის ვირუსი ცირკულირებს

ამჟამად გარემოში ცირკულირებს სამი ტიპის - პარაგრიპის, ადენოვირუსები და რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ვირუსების ცირკულაცია დაბალია და მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მოუტანია.

ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მიმდინარე სეზონზე საქართველოში გრიპის ვირუსი ჯერ არ დარეგისტრირებულა.

"ზამთრის პერიოდში რესპირაციული ინფექციებით ავადობა მატულობს. ამჟამად საქართველოში გრიპის ვირუსი ჯერ არ არის რეგისტრირებული, ევროპის რეგიონში გრიპის ვირუსების აქტივობა რჩება დაბალი, თუმცა ველოდებით, რომ გამოჩნდება გრიპის ვირუსი და მოიმატებს გრიპით ავადობა. ამის პარალელურად, ამ ეტაპზე სხვადასხვა რესპირატორული ვირუსი ცირკულირებს. გასული კვირის მონაცემებით, სულ ცოტა 3 ტიპის ვირუსი ფიქსირდება", - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

myquiz