ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს | Allnews.Ge

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს

გრიპის ვირუსის ცირკულაცია ლაბორატორიულად ჯერ არ გამოვლენილა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებაში იზრდება აცრის კულტურა, სამიზნე პოპულაციების თითქმის 85% აცრილია და ასევე აქტიურობს კერძო სექტორიც.

"ჯერჯერობით გარკვეული სიმშვიდეა. გრიპის ვირუსის ცირკულაცია ლაბორატორიულად ჯერ არ გამოვლენილა, ახლა ველოდებით ნოემბრის ბოლოს-დეკემბრის პირველ კვირაში. ვაკვირდებით სიტუაციას, წარმატებით მიმდინარეობს აცრები. სამიზნე პოპულაციების თითქმის 85% აცრილია. აცრის კუთხით როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორიც აქტიურობს. აცრის კულტურა იზრდება ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ე.წ. ზედამხედველობის ქსელი ანუ ვაკონტროლებთ ქვეყანაში ვირუსების ცირკულაციას", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გრიპის სეზონი იწყება - ელიან თუ არა განსაკუთრებით მძიმე ვირუსებს და რა უნდა იცოდეთ ვაქცინაციაზე

მან მოსახლეობას რეკომენდაციებითაც მიმართა, ესენია: აცრის გაკეთება, ჰიგიენური ნორმების დაცვა - ხელის ხშირი დაბანა, ხშირი განიავება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, მაღალი ტემპერატურის შემთვევაში ექიმს მიმართონ.

myquiz