ბერ ნიკოლოზს, მის მრევლსა და სამართალდამცავებს შორის წუხელ დაპირისპირება მოხდა | Allnews.Ge

ბერ ნიკოლოზს, მის მრევლსა და სამართალდამცავებს შორის წუხელ დაპირისპირება მოხდა

წუხელ, გამრეკელის ქუჩაზე ბერ ნიკოლოზს, მის მრევლსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

ინციდენტის შედეგად თავის არეში დაზიანება მიიღო "ტვ პირველის" ოპერატორმა.

როგორც ცნობილია, ბერ ნიკოლოზს ბინის მეპატრონე არ უშვებს. ის ამ სახლში დროებითი სარგებლობის უფლებით ცხოვრობდა, თუმცა მოგვიანებით მეპატრონემ მისი გაშვება გადაწყვიტა. მრევლი ამ ფაქტს ბერი ნიკოლოზის დევნად აფასებს.

მრევლის ინფორმაციით, არსებობდა შეთანხმება, რომლითაც ბერ ნიკოლოზს სახლის მესამე სართული უნდა გაერემონტებინა, სადაც ის ცხოვრობდა და ერთი წელი აღნიშნულ სახლში უფასოდ უნდა ეცხოვრა, თუმცა მეპატრონემ ეს შეთანხმება დაარღვია.

საბოლოოდ გამრეკელის ქუჩა ბერმა ნიკოლოზმა და მისმა მრევლმა დატოვა.

myquiz