მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია დაწესებული | Allnews.Ge

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, ძლიერი თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ71-კმ106 (ნადიბანი-კობი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დარიალის ხეობაში, კმ134-კმ135 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

ამავე გზის კმ1-კმ70 და კმ107-კმ139 მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს პერიოდში აღდგეს ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის საავტომობილო მიმოსვლა.

myquiz