რუსთავში 12 წლის გოგონას 40 წლამდე მამაკაცი დაესხა თავს | Allnews.Ge

რუსთავში 12 წლის გოგონას 40 წლამდე მამაკაცი დაესხა თავს

რუსთავში, 12 წლის გოგონაზე ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს თავს 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაესხა.

თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონა გუშინ სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას უცნობი მამაკაცი სახლთან თავს დაესხა და სარდაფში ძალით ჩაიყვანა. ყვირილზე მეზობლები გამოვიდნენ და თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

მომხდარის შესახებ მეზობლებმა პოლიციას აცნობეს. თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონა შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, დაფიქსირდა არასრულწლოვანის ცემის ფაქტი, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

myquiz