"საქართველოს რკინიგზა" ლიანდაგზე ცეცხლის გაჩენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

"საქართველოს რკინიგზა" ლიანდაგზე ცეცხლის გაჩენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, თბილისში რკინიგზის სადგურზე მომხდარი დაკვამლიანობის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს რკინიგზიდან" აცნობეს, სამგზავრო მატარებლის მარშუტის მომზადებისას სავარაუდოდ, ქსელში მოხდა მოკლე ჩართვა, რამაც გამოიწვია ნაპერწკლიანობა და მცირე დაკვამლიანება.

მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს მოკვლევა.

myquiz