პეკინის ქუჩაზე ავტობუსის სამოძრაო ზოლი, შესაძლოა, ბორდიურით გამოიყოს | Allnews.Ge

პეკინის ქუჩაზე ავტობუსის სამოძრაო ზოლი, შესაძლოა, ბორდიურით გამოიყოს

პეკინის ქუჩაზე, შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი ე.წ Bus Lane ბორდიურით გამოიყოს, ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს.

"ბასლეინის" ზოლში გადასვლისთვის მძღოლები 200 ლარით დაჯარიმდებიან

უწყების ინფორმაციით, პეკინის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის სხვადასხვა ვარიანტები თავიდანვე განიხილებოდა, კონკრეტულად ბორდიურის მოწყობაზე კი სხვადასხვა სამსახურებში მსჯელობა ახლაც მიმდინარეობს, - "ეს საკითხი განიხილება და მერიის სხვა სამსახურებთან შეთანხმებით მივიღებთ გადაწყვეტილებას. შესაბამისი სამსახურები ჯერ მოძრაობას აკვირდებიან, ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტი არ არის",- განმარტავენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

მერიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ამ მეთოდით უფრო მეტად იქნება შესაძლებელი, რომ Bus Lane-ში მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმოძრაოს.

myquiz