ველობილიკზე წარწერა "ჰაერში ტყვიაა" გამოჩნდა | Allnews.Ge

ველობილიკზე წარწერა "ჰაერში ტყვიაა" გამოჩნდა

დღეს დილით, მოქალაქეებს პეკინის ქუჩაზე მოწყობილ ველობილიკზე დატანებული წარწერა - "ჰაერში ტყვიაა" დახვდათ, რომლის ავტორებიც მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე არიან.

არტისტებმა ამ წარწერით ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის მიმართ პროტესტი გამოხატეს, - "ბოლო კვლევების მიხედვით, თბილისში ჰაერი ძალიან დაბინძურებულია, განსაკუთრებით, პეკინის, წერეთლისა თუ მელიქიშვილის ქუჩებზე. როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მართლა ტყვიამფრქვევია, ავტომობილები ტექდათვალიერებას არ გადიან და მშენებლობები მიმდინარეობს, რაც ერთად აბინძურებს ჰაერს, ველობილიკის მოწყობა ცოტა ცინიკური მგონია", - განმარტავს მარიამ ნატროშვილი.

მისივე თქმით, წარწერა "ჰაერში ტყვიაა", მოსახლეობას აფრთხილებს, რისი გაკეთებაც ხელისუფლებას დაავიწყდა, - "თანაც როდესაც ველოსიპედით გადააადგილდები, ფილტვები ორმაგი დატვირთვით ფუნქციონირებს, შესაბამისად, ველობილიკის ასეთ ეკოლოგიურ პირობებში მოწყობა არცთუ ისე სასარგებლოა" - დასძინა მარიამ ნატროშვილმა.

არტისტების წარწერა პეკინის ქუჩაზე ამ დრომდე ნარჩუნდება. ერთ-ერთი მათგანის თქმით, სამუშაოებში ხელი მათთვის არც არავის შეუშლია და ფაქტთან დაკავშირებით არცერთი ორგანოდან არ დაკავშირებიან.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz