როგორია საქართველოს დემოგრაფიული მონაცემები? | Allnews.Ge

როგორია საქართველოს დემოგრაფიული მონაცემები?

საქართველოში 2017 წლის პირველ 6 თვეში 25 543 ბავშვი დაიბადა, ხოლო 25 954 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემებით, შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში იყო, კერძოდ, იანვარ-ივნისის ჩათვლით პერიოდში დედაქალაქში 9 435 ბავშვი დაიბადა. შემდეგ მოდის იმერეთი 3 352 ბავშვით და აჭარა 2 714 ბავშვით.

როგორ შეიცვალა საქართველოს დემოგრაფიული მაჩვენებლები

რა იწვევს 1 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობას საქართველოში?

რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, თბილისის (7 117) შემდეგ ყველაზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა იმერეთსა (4 700) და სამეგრელო ზემო სვანეთში (2 569) იყო.

საინტერესოა 2017 წლის პირველი 6 თვის ქორწინება-განქორწინების სტატისტიკაც. საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში 10 680 სამოქალაქო ქორწინების და 5 031 განქორწინების შემთხვევა დაფიქსირდა.

myquiz