ლურჯი ავტობუსი კიდევ ერთ მარშრუტზე ივლის | Allnews.Ge

ლურჯი ავტობუსი კიდევ ერთ მარშრუტზე ივლის

კიდევ ერთი სიახლე გვაქვს პეკინის გამზირთან მიმართებით - პეკინის გავლით მოძრავი N150 ყვითელი ავტობუსები დღეიდან ჩანაცვლდა ახალი MAN-ის მარკის ავტობუსებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ ველოდებოდით პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულებას და როგორც კი დასრულდა სავალი ნაწილის აღდგენა, ახალი ავტობუსები შევიდა ხაზზე", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

N150 მარშრუტი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის, ახლად რეაბილიტირებული პეკინის ქუჩის, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირების გავლით ბარათაშვილის ხიდამდე მოძრაობს. ხოლო უკუმიმართულებით 26 მაისის მოედნიდან მოძრაობას კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე აგრძელებს და ვაჟა-ფშაველას გამზირს კალანდაძის ქუჩიდან უკავშირდება.

myquiz