საბურთალოს ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება | Allnews.Ge

საბურთალოს ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თბილისში, ჭაბუკიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ჭაბუკიანის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა პეკინის ქუჩაზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბრის 12:00 საათიდან 2 სექტემბრის 08:00 საათამდე, შეიზღუდება.

შესაბამისად, სააკაძის მოედნიდან ცინცაძის ქუჩაზე მოსახვედრად ავტომანქანები გაივლიან შარტავას ქუჩას, შემდეგ კალანდაძისა (ყოფ. ბულაჩაურის) და პეკინის ქუჩების გავლით მოხვდებიან ვაჟა–ფშაველას გამზირზე, საიდანაც მოუხვევენ ბექას ქუჩაზე და ყაზბეგის გამზირისა და გამრეკელის ქუჩებით შემდგომ მოძრაობას სასურველი მიმართულებით გააგრძელებენ.

შექმნილი შეფერხებისთვის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

myquiz