ბორჯომის ხეობაში გამომძიებლების 30-კაციანი ჯგუფი მუშაობას შეუდგა - გიორგი მღებრიშვილი | Allnews.Ge

ბორჯომის ხეობაში გამომძიებლების 30-კაციანი ჯგუფი მუშაობას შეუდგა - გიორგი მღებრიშვილი

ბორჯომის ხეობაში გამომძიებლების 30-კაციანი ჯგუფი უკვე მუშაობას შეუდგა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს ხანძრის გამომწვევი მიზეზების კომენტირებისას განუცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში გამომძიებლები ჩაერთვებიან ასევე აბასთუმანში. რაც შეეხება ვერსიებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოძიების დასრულებამდე ვერსიებზე საუბარი ნაადრევია.

"დღეს, გამომძიებლების 30-კაციანი ჯგუფი უკვე შეუდგა მუშაობას ბორჯომის ზონაში, სულ მალე აბასთუმანშიც ჩაერთვებიან გამომძიებლები. გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად, თუმცა რაიმე კონკრეტული არ შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება ვერსიებს, განიხილება ყველანაირი ვერსია, მათ შორის, დივერსია და ყველა სხვა გამომწვევი ფაქტორი", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

myquiz